"ჩვენი ღირსებანი"

„ჩვენი ღირსებანი“ --საქართველოს უნიკალური, მატერიალურ-კულტურული ღირსებების მემატიანე!...

GEL18.00
მოკლე აღწერა:

რითია განსაკუთრებული საქართველო? რა განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის იცოცხლისუნარიანობას? როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და გამოვიყენოთ საუკუნოვანი მემკვიდრეობა? გამომცემლობა „წიგნი+ერმა“ კულტურისა და მეცნიერების პროფესიონალ გუნდთან ერთად შექმნა, უნიკალური ენციკლოპედიური სერია. მათი მეშვეობით „იმოგზაურებთ“ საქართველოს ბარში და მთიანეთში, ისტორიულ- ეთნოგრაფიულ გარემოში, გაიფართოვებთ ცოდნას ფლორისა და ფაუნის, ქართული დამწერლობისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ ჩვენი ქვეყნის სტუმრებსა და უცხოელ მეგობრებს უკეთ გააცნოთ საქართველო!

10 დღე
1 პროდუქტი
+

აღწერა

„ჩვენი ღირსებანის“ სერია საქართველოს კულტურულ და მატერიალურ მემკვიდრეობას ეძღვნება. ღირსებებს, რომლითაც საქართველო მსოფლიოს გამორჩეული ნაწილია. წიგნები საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს კურთხევით გამოიცემა. მისი გამოსვლიდან ორ წელიწადში , „ჩვენი ღირსებანი“ ბავშვთა წიგნის მესამე ფესტივალზე დაჯილდოვდა სიგელით, როგორც საუკეთესო შემეცნებითი წიგნი მოზარდებისათვის. გამოცემა მდიდარია ძვირფასი, იშვიათი ილუსტრაციებით. პირველი ტომი საქართველოში დაცულ საეკლესიო სიწმინდეებს შეეხება

“ჩვენი ღირსებანის” მეორე წიგნში წარმოდგენილია საქართველოს ფაუნა, ძირითადად ენდემური (ადგილობრივი) და რელიქტიური (შემორჩენილი გადმონაშთები) სახეობებით, რომელთა უმეტესობა საქართველოს წითელ ნუსხასა და ბერნის კონვენციის დანართებშია შეტანილი, კერძოდ: გრძელხორთუმა, ქართული რუხი ფუტკარი თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე თაფლით, სადედე რძით, დინდგელით, ჭეოთი, ცვილით, მტვრითა და შხამით; აბრეშუმის ჭიისა და თუთის ქართული ჯიშები, მათთან დაკავშირებული აბრეშუმის ისტორიული გზით, მუზეუმითა და ბიბლიოთეკით; ულამაზეს ფერთა გამით გამორჩეული პეპლები; შავი ზღვისა და მდინარეების სარეწაო და საგემოვნო თვისებებით გამორჩეული თევზები; ადგილობრივებისგან საუკუნეების წინ გამოყვანილი შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ჯიშები; ტყე-ველის ბინადარი გარეული ცხოველები და ფრინველები.

მესამე ტომი საქართველოს ფლორას ეძღვნება. საქართველოს ფლორის წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის მნიშვნელოვან, გამორჩეულ, მაღალი კონსერვაციის მქონე ვიწროლოკალური გავრცელების იშვიათ, ენდემურ და რელიქტურ სახეობებს, მათ ბიოეკოლოგიურ თავისებურებებს, განვითარების ძირითად პარამეტრებს, ზრდის დინამიკას, ხელოვნური მოშენების ტექნოლოგიას, გამოყენებას, რიცხოვნობის შემცირების მიზეზებსა და პრევენციულ მეთოდებს, რომლებიც მოწოდებულია მათი გადარჩენისთვის.
აღწერილია საქართველოში ფართოდ გავრცელებული საჭმელი და შხამიანი სოკოების მორფოლოგიური ნიშნები; დახასიათებულია მათი კვებითი და სამკურნალო თვისებები. აქვე მკითხველი გაეცნობა ქართულ ტყეს, როგორც
განსაკუთრებულ ფენომენს.

ის, რაც საქართველოში შეუქმნია ბუნების დიდ მხატვარს,.. განუმეორებელია და შემოქმედს აღარ ძალუძს მისი მსგავსის ხელახლა შექმნა” – ეს სიტყვები რუმინელ პოეტს – ვიქტორ კერნბახს ეკუთვნის. ამ ციცქნა მიწაზე ზღვაც გვაქვს და უდაბნოც, მწველი მზეც და ფეხდაუდგმელი თოვლიც, იგავმიუწვდომელი სილამაზის მწვერვალები მიწისქვეშა მდინარეები, ათასწლეულობით ნაღვენთი წარმონაქმნები, მიწიდან მოჩუხჩუხე გოგირდოვანი და მინერალური წყლები . მეოთხე ტომი საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოზე, ნიადაგზე, მწვანე საფარზე რელიეფზე, კლიმატზე, მდინარეებზე, ტბებზე და წყალსაცავებზე, წყალვარდნებზე, ჭაობებზე, მყინვარებზე, დაცულ ტერიტორიებზე, ხალხურ სამკურნალო საშუალებებზეა საუბარი, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს გეოგრაფიაში“ წერს.

რა ხდებოდა საქართველოში მილიონობით წლების წინ? რა ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი უძველესი ადამიანის გაჩენას? დმანისში უძველესი ადამიანის თავი ქალის ფრაგმენტის აღმოჩენამ მეცნიერებს აღიარებინა, რომ ევროპელი ადამიანი ორჯერ უფრო ასაკოვანი იყო, რომ პირველი ევროპელი ქართველი იყო!... „ჩვენი ღირსებანის“ მეხუთე ტომი საქართველოს გეოლოგიურ აგებულებას, ნამარხ ფლორასა და ფაუნას, მინერალურ სამყაროს, სასარგებლო წიაღისეულს, მიწისქვეშა წყლებსა და ტალახის ვულკანებს, მინერალურსა და თერმულ წყლებს შეეხება, რომელსაც თან დართული აქვს რუკები საქართველოს რეგიონების მიხედვით, რომელიც სრულყოფილ იმფორმაციას გვაძლევს საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებზე.

მეექვსე ტომი ქართულ ფოლკლორს ეძღვნება: სიმღერას ცეკვასა და ზეპირსიტყვიერებას. ხელოვნების დარგებს, რომელიც ჩვენს ღირსებასა და უნიკალურობას წარმოაჩენს. ღირსეულობა ხომ „ჭეშმარიტი ადამიანის ფარიც არის და ხმალიც“-- ილია.

მეშვიდე ტომი ეხება ქართულ ხელოვნებას: წინაქრისტიანულ ხელოვნებას, შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებას და კედლის მხატრობას, ხატწერას, ჭედურობას, მინანქრის ხელოვნებას, ხელნაწერთა დასურათებას, ნაქარგობას, მე-19 და მე-20 საუკუნეების არქიტექტურას, ქართულ საერო ქანდაკებას, ახალ ქართულ მხატვრობას, სცენოგრაფიის განვითარების ძირითად ეტაპებს, გამოყენებით გრაფიკასა და კომპიუტერულ გრაფიკას.

მერვე ტომი აგრძელებს ქართული კულტურის თემას: მასში საუბარია ქართული მუსიკის ფენომენზე, საეკლესიო გალობაზე, ქართულ თეატრზე, კინოსა და ანიმაციაზე, ქართულ ცირკზე, კლასიკურ ბალეტზე, „ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმზე“, ერთი თავი ეთმობა ქართული ჩაცმულობის ისტორიას.

მეცხრე ტომი ქართულ სამედიცინო კულტურას შეეხება ძველი სამედიცინო ხელნაწერი წიგნების: ქანაანელის უსწორო (სწორუპოვარი, რედ.) კარაბადინი (მე-9 ს.) ხოჯაყოფილის წიგნი სააქიმოს (მე-13 ს.) ზაზა ფანასკერტელ- ციციშვილის სამკურნალო წიგნის (მე-15 ს.), დავით ბაგრატიონის იადიგარ დაუდის (მე-16 ს.) მონაცემები. წიგნი დაახლოებით ნახევარი საუკუნის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოძიებული ეთნოგრაფიული მასალებს მიცავს, რომელიც წარმოდგენილია ქართველი ერის უნიკალური სამკურნალო ტრადიციები.

მეათე ტომი ქართული კვების კულტურას შეეხება. ისტორიულ მონაცემებზე დაყდნობით განხილულია ქართული კვების ტრადიციები, სხვადახვა მხარეში გავრცელებული დღემდე პოპულარული და მივიწყებული კერძები და მათი მომზადების წესები.

მახასიათებლები

ფორმატი:
B5

 კონსულტაცია

032 288 03 02

 მიტანის საფასურის დასათვლელად გადადით ლაკათაში