ვენდორის წესები და პირობები


ხელშეკრულების ძირითადი პირობები:

  1. საიტი არის შუამავალი, ელექტრონული კომერციის კომპანია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს გამყიდველს და მყიდველს იყიდონ და გაყიდონ პროდუქცია ონლაინ, საიტის მეშვეობით.
  2. საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქცია არ ეკუთვნის საიტს და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.
  3. პროდუქტის აღწერაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება საიტის მიერ.

რეგისტრაციის წესები:

  • მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტა, მისამართი, პირადი ნომერი და დაბადების წელი.
  • რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
  • მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს , ციფრებს და სიმბოლოებს.
  • აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.
  • ვენდორ ანგარიშის რეგისტრაცია(მაღაზიის გახსნა) უფასოა ყველა რეგისტრირებული მომხმარებლისათვის.
  • ერთ ფიზიკურ/იურიდიულ პირზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი მაღაზიის/ვენდორ ანგარიშის გახსნა.დამატებითი მაღაზიის გახსნისათვის უნდა ისარგებლოთ ფასიანი პაკეტით.

პროდუქციის განთავსება:

  • ვენდორს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს პროდუქცია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
  • საიტზე პროდუქციის განთავსების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ, იურიდიულ პირსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.
  • საიტზე პროდუქციის განსათავსებლად აუცილებელია დარეგისტრირდეთ, როგორც მომხმარებელი და გახსნათ მაღაზია, მაღაზიის გახსნის შემდეგ გააქტიურდება და შეძლებთ განათავსოთ პროდუქცია.
  • ვენდორი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციისა და მიწოდების პირობების შესახებ.
  • ყველა ვენდორი პირადად ტვირთავს პროდუქციას და მართავს მაღაზიას.
  • პროდუქციაში მითითებულ მახასიათებლებზე,დახასიათებაზე და სხვა დეტალებზე პასუხისმგებელია ვენდორი.
  • აკრძალულია პროდუქტზე ატვირთულ სურათზე განმათავსებელი პირის ტელ ნომრის< პროდუქციის ჩამონათვალისა და ფასების
  • პროდუქტის განთავსებით ვენდორი ადასტურებს, რომ მას აქვს მითითებული პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის უფლება.
  • პროდუქციის განთავსება ხდება პირადად ვენდორ ანგარიშის მფლობელი/ადმინისტრატორი -ს მიერ.
  • ვენდორის მიერ განთავსებულ პროდუქციასა და პროდუქტში მითითებულ ინფორმაციაზე: დასახელება, ფოტო, მახასიათებლები, ფასი და ა.შ პასუხისმგებლობა ეკისრება ვენდორს.
  • პროდუქტი არ უნდა იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
  • პროდუქტი არ უნდა ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
  • პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის გაყივდის შესახებ.
  • პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას პროდუქტის ობიექტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ.
  • პროდუქტი არ უნდა არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
  • საიტის ადმინისტრაცია არ ანთავსებს პროდუქციას საიტზე.
  • საიტის ადმინისტრაცია არ ფლობს დამატებით ინფორმაციას პროდუქტის შესახებ.
  • საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი არცერთ საიტზე განთავსებულ პროდუქტსა და მის შესახებ ინფორმაციაზე.

ანგარიშსწორება:

  • საიტზე გაყიდული პროდუქციის ღირებულების(ნავაჭრი თანხის) გადახდა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საბანკო გადარიცხვით.
  • ნავაჭრი თანხის გადახდა ხდება ყოველთვიურად.
  • საიტზე ყოველი თვის პირველი კალედარული დღიდან, თვის ბოლო დღემდე გაყიდული პროდუქციის ღირებულება(ნავაჭრი თანხა) ირიცხება თვის ბოლო დღეს.

გაყიდული პროდუქციის დაბრუნება/შეცვლა:

  • ვენდორი ვალდებულია 7 დღის განმავლობაში დაიბრუნოს გაყიდული პროდუქტი ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე თუ მას არ აღენიშნება დაზიანება ან რაიმე სახის ნაკლი რაც არ ჰქონდა გაყიდვამდე.
  • თუ პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა გამოწვეულია მყიდველის მხრიდან მისი სურვლისამებრ ამ შემთხვევაში მყიდველი იხდის დაბრუნება/შეცვლის ხარჯებს სრულად.
  • თუ პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა გამოწვეულია გამყიდველის მხრიდან: სხვა პროდუქტის გაგზავნა, სხვა ფერი, დაზიანებული, რაიმე სახის ნაკლი და ა.შ ასეთ შემთხვევაში დაბრუნება/შეცვლის ხარჯები ეკისრება ვენდორს/გამყიდველს.
  • ყველა მოთხოვნა დაბრუნება/შეცვლის შესახებ განიხილება საიტის ადმინისტრაციის მიერ და მხოლოდ განხილვის შემდეგ მოხდება შესაბამისი ზომების მიღება.
  • მყიდველის მხრიდან მიღებული მოთხოვნა დაბრუნება/შეცვლის შესახებ განიხილება რაც ასევე ცნობილი იქნება გამყიდველისათვის. დეტალები განიხილება ორივე მხარესთან ურთიერთობით.
  • დაბრუნება/შეცვლის ფუნქცია,რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ითვალისწინებს მყიდველსა და გამყიდველს შორის სანდოობის გამყარებას.

ვენდორის უფლებები და მოვალეობები:

  • ვენდორს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს
  • პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.
  • ვენდორს ეკრძალება საიტზე საიტის წესების რომელიმე პუნქტისგან დამრღვევი პროდუქტის განთავსება.
  • ვენდორს ეკრძალება პროდუქტის გვერდზე ნებისმიერი სახის რეკლამირება,საკონტაქტო ინფორმაციის ან სხვა საიტის ბმულის მითითება.
  • ვენდორი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.
  • თუ ვენდორს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა ვენდორის ან მომხმარებელის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ ვენდორთან ან მომხამრებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, საიტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს საიტის ადმინისტრაციას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.
  • საიტის გამოყენება ვენდორს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ვენდორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული როდუქტის ინფორმაციის შესახებ.

ვენდორის პირადი წესები და პირობები:

  • ყველა მაღაზიას უნდა ჰქონდეს "წესები და პირობები" განთავსებული.
  • საიტზე მომხმარებელი ნივთის შეძენისას ეთანხმება gamoiwere.ge -ს მოხმარების წესებსა და პირობებს, ასევე უნდა დაეთანხმოს გამყიდველი მაღაზიის წესებსა და პირობებს.

საიტის ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები:

  • საიტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
  • საიტის ადმინისტრაცია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ პროდუქტის განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
  • ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე საიტის წესების დარღვევით დაიბლოკება და ვენდორის ანგარიში, რომლითაც განათავსდა ასეთი პროდუქტი იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე 1 კვირიდან, სამუდამო ბლოკამდე.
  • საიტის წესების რომელიმე პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი.
  • საიტის ადმინისტრაცია უფლება აქვს განთავსებულ პროდუქტს გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.
  • საიტის ადმინისტრაცია უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი პროდუქტის გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.
  • საიტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.
  • საიტის ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
  • შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.
  • საიტის ადმინისტრაციას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში.

თუ გაქვთ შეკითხვები წესებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდით.

cs-cart licences, cs-cart add-ons