მოხმარების წესები

მოგესალმებით ვებ გვერდზე "Gamoiwere.ge". გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მოხმარების წესები და პირობები. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს მაშინ ნუ ისარგებლებთ ჩვენი საიტით Gamoiwere.ge.

ყურადღება: თუ თქვენ დარეგისტრირდებით და გახსნით მაღაზიას, რათა აწარმოოთ ონლაინ გაყიდვები ჩვენს პლატფორმაზე მაშინ თქვენ ასევე უნდა დაეთანხმოთ და გაეცნოთ ვენდორის წესებსა და პირობებს.

ხელშეკრულების ძირითადი პირობები:

  1. საიტი და საიტის მმართველი არის შუამავალი, ელექტრონული კომერციის კომპანია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს გამყიდველს და მყიდველს იყიდონ და გაყიდონ პროდუქცია ონლაინ, საიტის მეშვეობით.
  2. საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქტი არ ეკუთვნის საიტს ან საიტის მმართვალ კომპანიას და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.
  3. ყველა პროდუქტი და მის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საიტზე ხელმისაწვდომია მომხამრებლისათვის განთავსებულია პირადად გამყიდველის მიერ.
  4. პროდუქტის აღწერაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება საიტის მიერ.
  5. მომხმარებელი დაცულია Gamoiwere.ge -ზე შეძნილი პროდუქტისა და გადახდილი თანხის დაბრუნების გარანტიით, იხილეთ ფულის დაბრუნების გარანტია.

მომხმარებლის რეგისტრაციის წესები:

  • მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტა, მისამართი, პირადი ნომერი და დაბადების წელი.
  • რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
  • მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს , ციფრებს და სიმბოლოებს.
  • აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.
  • ერთ ფიზიკურ/იურიდიულ პირზე ნებადართულია მხოლოდ ერთი მომხმარებლის/პროფილის რეგისტრაცია.
  • მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია, როგორც პირად ანგარიშისზე, ასევე ყველა იმ აქტივობაზე, რაც ხორციელდება მომხმარებლის ანგარიშით ვებ-გვერდზე ყოფნის დროს, ან მომხმარებლის პირადი ანგარიშის მეშვეობით “Gamoiwere.ge” – ით სარგებლობის დროს.

შეკვეთა:

  • მომსახურებით სარგებლობისათვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საიტზე. საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მოხმარებლის მეირ შეყვანილი ინფორმაციის ნამდვილობაზე
  • შეკვეთის განთავსება მიმდინარეობს მომხმარებლიეს მიერ პირადი კაბინეტიდან. მომხარებელს შეკვეთის განთავსებამდე ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეცვალოს, წაშალოს ან დაამატოს პროდუქცია კალათაში. შეკვეთების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს აქვს საკუთარ პროფილში "შეკვეთები".
  • შეკვეთის განთავსება მომხმარებელს შეუძლია 24/7 ნებისმიერ მომენტში.
  • საიტის ადმინსიტრაცია არ აგებს პასუხს არჩეული პროდუქციის მუდმივ ასრსებობაზე, რომელიც განთვსებულია საიტზე. ნივთის არ არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფელბამოსილია გააუქმოს შეკვეთა და შეატყობინოს მყიდველს ელ.ფოსტის ან საკონტაქტო ტელეფონის მეშვეობით შეკვეთიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

ანგარიშსწორება:

  • მომხმარებელის მიერ საიტზე განთავსებული პროდუქტის შეძენა ხელმისაწვდომია მხოლოდ უნაღდო ანგარისჭორების გზით.
  • შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი პროდუქტისა და მიწოდების ღირებულებას იხდის ბანკის დაცულ გვერდე პლასტიკური ბარათით.
  • საიტზე გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული VISA ან MasterCard ბარათით.
  • საიტზე გადახდა შეგიძლიათ Unipay - ს ელექტრონული საფულით.
  • საიტზე გადახდა შეგიძლიათ საბანკო გადარიცხივით, წინასწარი დაგეგმილი შესყიდვისას.
  • იხილეთ საიტზე არსებული გადახდის მეთოდები.

ტრანსპორტირება:

  • შეკვთილი პროდუქტის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
  • ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ გადახდის დადასტურების შემდეგ.
  • საიტზე რეგისტრირებული გამყიდველი მაღაზიებისვის ხელმისაწვდომია სტანდარტული საკურიერო მომსახურება
  • გამყიდველ მაღაზიას აქვს უფლება და შესაძლებლობა დაამატოს მისთვის სასურველი პირად საკურიერო მომსახურება და პირობები, ამისათვის კონკრეტულად იმ საკურიერო მომსახურების პირობები რომელსაც ირჩევთ პროდუქტის შეძენისას.
  • Gamoiwere.ge არ აგებს პასუხს გამყიდველის პირად საკურიერო მომსახურებასა თუ მის მიერ გამოწვეულ დაზიანებაზე.
  • მომხმარებელი დაცულია Gamoiwere.ge -ზე შეძნილი პროდუქტისა და გადახდილი თანხის დაბრუნების გარანტიით, იხილეთ ფულის დაბრუნების გარანტია.

შეძენილი პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა:

  • თუ პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა გამოწვეულია მყიდველის მხრიდან მისი სურვლისამებრ ამ შემთხვევაში მყიდველი იხდის დაბრუნება/შეცვლის ხარჯებს სრულად.
  • თუ პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა გამოწვეულია გამყიდველის მხრიდან: სხვა პროდუქტის გაგზავნა, სხვა ფერი, დაზიანებული, რაიმე სახის ნაკლი და ა.შ ასეთ შემთხვევაში დაბრუნება/შეცვლის ხარჯები ეკისრება ვენდორს/გამყიდველს.
  • ყველა მოთხოვნა დაბრუნება/შეცვლის შესახებ განიხილება საიტის ადმინისტრაციის მიერ და მხოლოდ განხილვის შემდეგ მოხდება შესაბამისი ზომების მიღება.
  • მყიდველის მხრიდან მიღებული მოთხოვნა დაბრუნება/შეცვლის შესახებ განიხილება რაც ასევე ცნობილი იქნება გამყიდველისათვის. დეტალები განიხილება ორივე მხარესთან ურთიერთობით.
  • დაბრუნება/შეცვლის ფუნქცია,რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ითვალისწინებს მყიდველსა და გამყიდველს შორის სანდოობის გამყარებას.
  • მომხმარებელი დაცულია Gamoiwere.ge -ზე შეძნილი პროდუქტისა და გადახდილი თანხის დაბრუნების გარანტიით, იხილეთ ფულის დაბრუნების გარანტია.


გაითვალისწინეთ: გამყიდველის წესები და პირობები:

  • Gamoiwere.ge - არ არის საიტზე განთავსებული პროდუქტისა თუ მომსახურების მფლობელი/ავტორი
  • ყველა გამყიდველს უფლება აქვს პირადი წესები და პირობები შეიტანოს მაღაზიაში რომელსაც უნდა დაეთანხმოთ ნივთის შეზენისას.
  • საიტის ადმინისტრაცია შეძენილი პროდუქტის დაბრუნება/შეცვლის შესახებ განცხადებას განიხილავს მოხმარების წესების, ვენდორის წესებისა და პირობების და ასევე გამყიდველის პრიადი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.
  • გთხოვთ, ნივთის შეძენამდე წაიკითხეთ ყველა მოცემული წესები და პირობები, რათა აიცილოთ რაიმე სახის გაუგებრობა.
  • თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვირეკოთ 0322 88 03 02. ჩვენ არ ვართ 24 საათი / 7 დღის განმავლობაში, თუმცა თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ხმოვანი შეტყობინება ლოდონის ზარის შემდეგ. შემდეგ ჩვენ დაგიკავშირდებით!


საიტის ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები:

  • საიტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
  • საიტის ადმინისტრაცია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ პროდუქტის განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
  • საიტის წესების რომელიმე პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი.
  • საიტის ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
  • შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.
  • საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. ცვლილებები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნებისტანავე. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ცვლილებებს, იგი ვალდებულია გააუქმოს თავისი “ანგარიში”-ი და შეწყვიტოს Gamoiwere.ge-ით სარგებლობა

თუ გაქვთ შეკითხვები წესებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდით.

cs-cart licences, cs-cart add-ons