ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ გავყიდო Gamoiwere.ge ზე პროდუქცია?

ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე,მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს "გახსენი მაღაზია" შეავსეთ მოცემული კითხვარი და დაელოდეთ თქვენი მაღაზიის გააქტიურებას. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელ.ფოსტით.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 032 288 03 02

რა დრო არის საჭირო მაღაზიის გასააქტიურებლად?

სამუშაო საათებში თქვენი განაცხადის მიღებიდან 1-3 საათში გააქტიურდება ხოლო არასამშაო საათებში 24 საათის განმავლობაში.

რა ღირს მაღაზიის გახსნა Gamoiwere ზე ?

მაღაზიის გახნსა უფასოა.

როგორ გავაგებინო მომხმარებლებს რომ Gamoiwere.ge ზე მაქვს მაღაზია და ვყიდი ჩემს პროდუქციას?

მაღაზიის გახსნის შემდეგ თქვენს მაღაზიას მიენიჭება სასურველი დომენი მაგ: gamoiwere.ge/ARTSHOP დომენის მინიჭება შეგიძლიათ ადმინისტრატორის პანელიდან. რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს მომხმარებლებს. მიუთითეთ ყოველთვის თქვენი პროდუქტის და მაღაზიის ლინკები.

მე უკვე მაქვს ონლაინ მაღაზია,Facebook Page და რატომ უნდა გავხსნა Gamoiwere ზე მაღაზია?

აქ მაღაზიის გახსნა გაგიფართოვებთ მომხმარებელთა რაოდენობას, მიიღებთ გადახდებს ყველა არსებული გადახდის მეთოდით: Visa,Mastercard,American Express, Unipay, რაც ყველაზე დაცული,სწრაფი და პოპულარული გადახდის სისტემაა ელექტრონულ კომერციაში. თქვენს პროდუქციის შეძენას შეძლებენ სრულაიდ საქართველოს მაშტაბით და ასევე საკურიერო მომსახურება+ თბილისისა და საქართველოს მაშტაბით.

რა მარკეტინგულ საშუალებებს მაძლევს Gamoiwere ?

თქვენ შეგეძლებათ სარეკლამო,პრომო ან სხვა ინფორმაცია მიაწოდოთ პოტენციურ მომხამრებლებს რამოდენიმე ეფექტური გზით:

  • ბლოგი - ჩვენს ბლოგში შეძლებთ განათავსოთ თქვენი პროდუქციის,მაღაზიის,გეგმებისა და მრავალი ქმედების შესახებ.
  • Facebook - ის მეშვეობით სარეკლამო ან პრომო ინფორმაციის გავრცელება.
  • ბანერები - სარეკლამო ბანერების განთავსება.
  • ფორუმი - სადაც მომხმარებლები განიხილავენ, აზრს გამოთქვამენ და ისმენენ სხვათა აზრს მრავალ საკითხთან დაკავშირებით.
  • Google - Yandex - თქვენი პროდუქციის გავრცელება ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში.


მე პატარა მაღაზია მაქვს, ინტერნეტით ვაჭრობის გამოცდილება და რესურსები არ მაქვს, როგორ გამოვიყენო Gamoiwere ?

Gamoiwere არის პლატფორმა სადაც მაღაზიები ქმნიან თავიანთ ონლაინ მაღაზიას და ყიდიან ინტერნეტით, თქვენ მხოლოდ უნდა შეიტანოთ ინფორმაცია თქვენი მაღაზიის შესახებ და ატვირთოთ პროდუქცია.მომხმარებელი თქვენს პროდუქციას პირდაპირ ინტერნეტიდან შეიძენს და სახლში,ოფისში ან სხვა მისამართზე მიართვათ ჩვენი საკურიერო მომსახურების დახმარებით. თუ რაიმე ტექნიკური საკითხები გაინტერესებთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ფორუმი სადაც ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა გაქვთ.

მართალია,რომ საკომისიოს გადახდა მხოლოდ გაყიდვის შემდეგ გვიწევს ?

დიახ,თქვენ გეჭრებათ საკომისიო მხოლდო ნავჭრიდან.

თქვენ არაფერს იხდით სანამ არ გაყიდით პროდუქციას.

რამდენი % საკომისიო არის გაყიდულ პროდუქციაზე ?

საკომისიო დამოკიდებული თქვენს სავაჭრო პაკეტზე. უფასო პაკეტზე არის 9.5% და 12% საკომისიო პაკეტის არჩევა შეგიძლიათ სურვილისამებრ ნებისმიერ დროს. რათქმაუნდა პაკეტებში არის გარკვეული სხვაობა რაც შეგიძლიათ იხილოთ პაკეტების განყოფილებაში.

ინტერნეტით გაყიდვა რაში შეიძლება დამჭირდეს ?

ინტერნეტის მომხამრებლები სულ უფრო იზრდება,რათამქუნდა მომხმარებლების ზრდასთან ერთად იზრდება ინტერნეტით პროდუქციის შეძენის მოთხოვნები. ეს ყველაზე დინამიური და მზარდი მოთხოვნების მომხმარებლების სეგმენტია. ჩვენი დახმარებით ამ სეგმენტზე გასვლისათვის არ გჭირდებათ საკუთარი ონლაინ მაღაზიის აწყობა. უბრალოდ გახსენით მაღაზია,განათავსეთ ნივთები და დაიწყეთ გაყიდვა რამოდენიმე წუთში.

უნაღდო ანგარიშსწორება ვფიქრობ არასანდოა ან რით ვარ დაზღვეული რომ ჩემი მაღაზიის მიერ ნავაჭრ თანხას ნამდვილად მივიღებ ?

Gamoiwere ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებელმა გამოიყენოს ანგარიშსწორების უსაფრთხო სისტემა. ამისათვის გადახდის პროცესი ხდება ბანკის დაცულ გვერდზე რომელიც სანდოა და მაქსიმალურად დაცული. ანგარიშსწორება კი ბანკით ხდება. გამორიცხულია თანხის "დაკარგვა"

ვის მივმართო დახმარებისთვის ან რაიმე პრობლემის შემთხვევაში?

დაგვიკავშირდით სატელეფონო ნომერზე: 288 03 02

მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: info@gamoiwere.ge

სოციალური ქსელში ტექნიკური დახმარების გვერზე: Facebook



რა უნდა გავაკეთო,რომ შევქმნა ჩემი ონლაინ მაღაზია ?

ჩვენთან ონლაინ მაღაზიის რეგისტრაცია ძალიან მარტივია. გაიარეთ რეგისტრაცია(თუ არ ხართ რეგისტრირებული), შეავსეთ ონლაინ მაღაზიის რეგისტრაციის ფორმა: აირჩიეთ სასურველი სახელი,მისამართი და დეტალები.გამოაგზავნე მოთხოვნა და დაელოდეთ. განხილვის შემდეგ რამოდენიმე წუთში თქვენი ონლაინ მაღზიაც გააქტიურდება.

რა შემიძლია გავყიდო gamoiwere-ზე ?

gamoiwere -არის ონლაინ ბაზარი შემოქმედებითი ადამიანებისათვის და კომპანიებისთვის.აქ შეგიძლია გაყიდო წიგნები,ნახატები,ხელნაკეთი ნივთები,დეკორაციები, ნაკეთობები ყველაფერი რაც კრეატიული და შემოქმედებითია.არამხოლოდ ხელნაკეთი შეგიძლია გაყიდო ყველაფერი რაც შეესაბამება ჩვენ ბაზარს.

რა გადასახადები არის gamoiwere.ge-ზე?

რეგისტრაცია და ონლაინ მაღაზიის შექმნა უფასოა.აქ არის მხოლოდ 2 სავაჭრო პაკეტი რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.

Startup- პაკეტი,რომლის გამოყენებაც ყოველთვიურად უფასოა(0.00ლ).ამ პაკეტით შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლთ მუდმივად.ამ პაკეტით სარგებლობისას თქვენ შეძლებთ განათავსოთ 40 - პროდუქტი და მიიღოთ 500 ლარამდე შემოსავალი ყოველთვიურად. საკომისიო 9.5%.

Business-პაკეტი,რომლის გამოყენებაც ყოველთვიურად 39.99 ლარი ღირს.ეს პაკეთი საუკეთესოა მათთვის ვისაც სურს გაყიდოთ 40 პროდუქტზე მეტი და მიიღოს დიდი შემოსავალი(ულიმიტო) თვის განმავლობაში. საკომისიო ამ პაკეტზეც 9.5%.

მჭირდება თუ არა საკრედიტო ან სადებეტო ბარათი მაღაზიის შესაქმენლად?

არა,საკრედიტო ან სადებეტო ბარათი არ არის საჭირო ონლაინ მაღაზიის რეგისტრაციისათვის.თქვენ ონლაინ მაღაზიის რეგისტრაციას გაივლით ელ.ფოსტით , მაგრამ იმ თანხის მისაღებად რასაც თქვენ გამოიმუშავებთ საიტზე თქვენ დაგჭირდებათ საბანკო ანგარიში რომ მიიღოთ თანხა.

როგორ მივიღებ გაყიდული პროდუქციის თანხას?

ჩვენ გთავაზობთ თანხის მიღების 2 მეთოდს: საბანკო ანგარიშზე და ელ.საფულით.

საბანკო ანგარიშზე თანხის მიიღებთ ყოველთვიურად.თვის განმავლობაში თქვენი ონლაინ მაღაზიის ბალანსი შეივსება და თვის ბოლოს მოხდება თქვენს საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა.

cs-cart licences, cs-cart add-ons